ქართველთათვის
  ქართველთათვის მხითარ გოში       XII-XIII საუკუნეების ცნობილი მოღვაწის – მხითარ გოშის ტრაქტატი „ქართველთათვის“ საინტერესო ლიტერატურული და საისტორიო ძეგლია და მრავალმხრივაა საყურადღებო. ეს საღვთისმეტყველო ხასიათის ნაწარმოებია. მასში მდიდარი მასალაა მოცემული აღმოსავლური ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის შესწავლისათვის. ამასთანავე, ეს თხზულება მჭიდროდ უკავშირდება XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე საქართველოსა და სომხეთს შორის მიმდინარე რთულ პოლიტიკურ პროცესებს, რომელთა თვითმხილველიცა და უშუალო მონაწილეც იყო ამ ტრაქტატის ავტორი – მხითარ გოში. გვერდები: 154 ფორმატი: 14.8x21 გამოცემის თარიღი: 2012 ყდა: რბილი ——                                                                 მიწოდების სერვისი საქართველოს ყველა მიმართულებით @eagleexpress.ge  
4 3
გამოსვლები უეკრანოდ
  გამოსვლები უეკრანოდ როსტომ ჩხეიძე       უეკრანო გამოსვლების ციკლი, რომელიც როსტომ ჩხეიძის მრავალფეროვანი ნაღვაწის მხოლოდ ერთ ფრაგმენტს წარმოადგენს, საბაბიცაა ეროვნულ ტკივილებზე სასაუბროდ, რომლის გარეშე ავტორს არც მწერლობა წარმოუდგენია და არც მეცნიერება. მისთვის არ არსებობს „განყენებული“ თემა; დადებითი თუ უარყოფითი ლიტერატურული ტენდენციების განსჯა-განხილვა აქ ერთადერთ მიზანს ემსახურება – დაიხატოს სრული და მიუკერძოებელი სურათი, კულტურული გარემო, სადაც ყველას თავისი სახელი ერქმევა... გვერდები: 316 ფორმატი: 14.8x21 გამოცემის თარიღი: 2011 ყდა: რბილი ——                                                                 მიწოდების სერვისი საქართველოს ყველა მიმართულებით @eagleexpress.ge  
6 4
ჩემი დავით კლდიაშვილი
  ჩემი დავით კლდიაშვილი მაკა ჯოხაძე       დიდი მწერლის შემოქმედება ყველა დროში აქტიური განსჯის საგანია. იწერება ბიოგრაფიული რომანები, სამეცნიერო გამოკვლევები, ლიტერატურული პორტრეტები – ყველა ცდილობს თავისებურად დაინახოს და წაიკითხოს კლასიკად ქცეული შემოქმედის მემკვიდრეობა.     „ჩემი დავით კლდიაშვილი“ – ამ სათაურით გამხელილია ის უშუალობა, რომლითაც მწერალი მაკა ჯოხაძე შედის დავით კლდიაშვილის სამყაროში და მის პერსონაჟებზე დაკვირვებით ცდილობს ამოხსნას როგორც კონკრეტული ქვეყნისა და ეპოქის, ისე ზოგადად ადამიანის მარადიული სატკივარი. გვერდები: 234 ფორმატი: 12.5x17 გამოცემის თარიღი: 2012 ყდა: რბილი ——                                                                 მიწოდების სერვისი საქართველოს ყველა მიმართულებით @eagleexpress.ge  
5.4 4
აფხაზეთი
  აფხაზეთი დიმიტრი ლეთოდიანი       ორ ათეულ წელზე მეტია დიმიტრი ლეთოდიანი ინტენსიურად მუშაობს აფხაზეთის ისტორიის საკითხებზე. მისი კვლევის სფერო მრავალფეროვანია, მოიცავს როგორც წყაროთმცოდნეობითი ხასიათის, ისე ისტორიულ-გეოგრაფიულ, ეთნოკულტურულ, პოლიტიკურ თუ აფხაზეთის ისტორიის სხვა რიგ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს თერთმეტი გამოკვლევა სტატიების სახით და ერთი მონოგრაფია.     ამჟამად ავტორი მკითხველს მონოგრაფიას სთავაზობს, რომელიც მოიცავს პერიოდს ახ. წ. II ს-დან დაწყებული XVIII საუკუნით დამთავრებული და რომელშიც, სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრებებისაგან განსხვავებით, გამოთქმულია ახალი შეხედულებანი აფხაზეთის ისტორიის საკითხებზე. გვერდები: 168 ფორმატი: 14.8x21 გამოცემის თარიღი: 2012 ყდა: რბილი ——                                                                 მიწოდების სერვისი საქართველოს ყველა მიმართულებით @eagleexpress.ge  
4
კლდამა ჩემთა ოცნებათა
კლდამა ჩემთა ოცნებათა ვახუშტი კოტეტიშვილი       „ვახუშტი კოტეტიშვილი უკვე სიბერეში იყო შესული, როცა თავისი ლექსების პირველი კრებული გამოსცა. ეს იყო თხელტანიანი წიგნი, რომელშიაც თავმოყრილი იყო ლექსების მცირე რაოდენობა. ბევრი მათგანი უარყო, ზედმეტად ბავშვურობის ნიშნით დაიწუნა. პატარა კრებული გამოსცა, მაგრამ ბევრი ლექსი კვლავ გამოუქვეყნებელი დატოვა. დღეს ამ სრულიად უმიზეზოდ უარყოფილი ლექსების გადასარჩენად პირველად გთავაზობთ ვახუშტი კოტეტიშვილის წიგნს, რომელიც ქალბატონმა ნანა კოტეტიშვილმა შეადგინა, სადაც გააერთიანა პოეტის ცნობილი თუ უცნობი ლექსები (გარდა სონეტებისა)“. (მზეო გოგოჭურის წინასიტყვაობიდან)   გვერდები: 164 ფორმატი: 14.8x21 გამოცემის თარიღი: 2015 ყდა: რბილი ——                                                                 მიწოდების სერვისი საქართველოს ყველა მიმართულებით @eagleexpress.ge  
4.84
ძიებანი ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიიდან
  ძიებანი ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიიდან დარჩიაშვილი შანშე       "ღმრთივკურთხეულ და კელითმსახურ, დედოფალთ დედოფალის თამარის დროში, მე, მისმა ერთგულმა მონამ, დიდი იშხანთ იშხანის ამირსპასალარ სარგის მხარგრძელის ძემ, მანდატურთუხუცეს ამირსპასალარ შაჰანშაჰ ზაქარიამ ღმრთის სურვილით აღვმართე სვეტი..." - ანისის 1207 წლის წარწერა   გვერდები: 184 ფორმატი: 14.5x20.5 გამოცემის თარიღი: 2010 ყდა: რბილი ——                                                                 მიწოდების სერვისი საქართველოს ყველა მიმართულებით @eagleexpress.ge  
7 5
საქართველო სომხურ საისტორიო წყაროებში
  საქართველო VII-X საუკუნეების სომხურ საისტორიო წყაროებში ელენე ცაგარეიშვილი       ძველ სომხურ საისტორიო მწერლობაში საინტერესო მასალას ვხვდებით საქართველოს ისტორიის იმ ბუნდოვანი საკითხების გასარკვევად, რომელთა შესახებაც ქართულ წყაროებში ცნობები ან არ მოიპოვება, ან ეს ცნობები არ არის სრული და ზედმიწევნითი. ნაშრომი მიზნად ისახავს ქართულად თარგმნილ სომხურ საისტორიო წყაროებში (სებეოსი, ღევონდი, თომა არწრუნი და მისი გამგრძელებელი, ფსევდო შაპუჰი, იოანე დრასხანაკერტელი) საქართველოს პოლიტიკური ისტორიის შესახებ დაცული ცნობების კვლევასა და შესწავლას.     სომხურიდან თარგმნილ ტექსტებს წინ უძღვის აღნიშნული საისტორიო წყაროების მთარგმნელისეული ვრცელი მიმოხილვა. გვერდები: 192 ფორმატი: 14.8x21 გამოცემის თარიღი: 2014 ყდა: რბილი ——                                                                 მიწოდების სერვისი საქართველოს ყველა მიმართულებით @eagleexpress.ge  
5
ისევ წიწამურის ტრაგედიის საიდუმლოს შესახებ
  ისევ წიწამურის ტრაგედიის საიდუმლოს შესახებ გურამ ყორანაშვილი     წინამდებარე სტატიათა კრებული წარმოადგენს რეაქციას ისტორიკოს თენგიზ სიმაშვილის და ფილოლოგის, პუბლიცისტ ნოდარ გრიგალაშვილის ერთობლივ მცდელობაზე, "ახლებურად" გაიაზრონ ილიას მკვლელობის საკითხი. გვერდები: 188 ფორმატი: 14x20 გამოცემის თარიღი: 2013 ყდა: რბილი ——                                                                 მიწოდების სერვისი საქართველოს ყველა მიმართულებით @eagleexpress.ge  
5
აფხაზთა მუჰაჯირობა
  აფხაზთა მუჰაჯირობა ხორავა ბეჟან       წიგნში განხილულია რუსეთის მფლობელობის განმტკიცება აფხაზეთში, ცარიზმის კოლონიზატორული მიზნები, აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობის მიზეზები, მსვლელობა და საინტერესო ისტორიული დოკუმენტი - მუჰაჯირთა სია. წიგნი განკუთვნილია ისტორიკოსებისა და საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთათვის. გვერდები: 200 ფორმატი: 14.8x21 გამოცემის თარიღი: 2014 ყდა: რბილი ——                                                                 მიწოდების სერვისი საქართველოს ყველა მიმართულებით @eagleexpress.ge  
7.95 5
მიხაკო წერეთელი - დიადი სულის უკვდავება
  მიხაკო წერეთელი - დიადი სულის უკვდავება ლევან ზ.ურუშაძე        გამოცემა ეძღვნება მიხაკო წერეთლის ცხოვრებას და მრავალმხრივ ფასეულ მოღვაწეობას, რომელიც განმსჭვალულია საქართველოსა და საქმისადმი უსაზღვრო სიყვარული. შევეცადეთ შეძლებისდაგვარად წარმოგვეჩინა მისი ფასდაუდებელი ღვაწლი სამშობლოს წინაშე, პირველ ყოვლისა, როგორც ეროვნული მოღვაწისა. ამ მიზნით, გამოკვლევას ერთვის ვრცელი დანართი და საილუსტრაციო მასალა. დანართში წარმოდგენილია როგორც მიხაკო წერეთლის ნააზრევი (მისი 20 რჩეული ნაშრომის სახით), ისე მის თანამებრძოლთა (გრიგოლ რობაქიძე, კალისტრატე სალია, შალვა ამირეჯიბი) წერილები და ლექსი, აგრეთვე, საყურადღებო დოკუმენტური მასალის ასლები. რაც შეეხება საკუთრივ მის ნაშრომებს, შევეცადეთ შეგვერჩია ის პუბლიკაციები, რომლებიც ზედმიწევნით წარმოაჩენს ავტორის სულისკვეთებასა და მრწამსს. გვერდები: 260 ფორმატი: 14.8x21 გამოცემის თარიღი: 2013 ყდა: რბილი ——                                                                 მიწოდების სერვისი საქართველოს ყველა მიმართულებით @eagleexpress.ge  
6 5
ტრაპიზონის იმპერიის დაარსება
    ტრაპიზონის იმპერიის დაარსება ზურაბ ბატიაშვილი (დარუჯანაშვილი)       ნაშრომში განხილულია ტრაპიზონის იმპერიის დაარსებამდე რეგიონში არსებული ეთნოკონფესიური და პოლიტიკური პროცესები, საქართველოს სამეფო კარის საგარეო პოლიტიკა ამ მიმართულებით, ახალი სახელმწიფოს წარმოქმნის მიზეზები და მიზნები, 1204 წლის სამხედრო ოპერაცია, ტრაპიზონის პირველი იმპერატორის ალექსი I კომნენოსისა და მისი ძმის დავით კომნენოსის მოღვაწეობა და ა. შ.       ტრაპიზონის იმპერიის დაარსების საკითხზე ქართულ ენაზე პირველად მომზადებული წიგნი დააინტერესებთ როგორც სპეციალისტებს და სტუდენტებს, ისე ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს. გვერდები: 178 ფორმატი: 14.8x21 გამოცემის თარიღი: 2012 ყდა: რბილი ——                                                                 მიწოდების სერვისი საქართველოს ყველა მიმართულებით @eagleexpress.ge  
7 5
ტრაპიზონის იმპერიია XIII საუკუნეში
    ტრაპიზონის იმპერიია XIII საუკუნეში ზურაბ ბატიაშვილი (დარუჯანაშვილი)       გამოცემა ერთგვარი გაგრძელებაა ამავე სერიით გამოქვეყნებული „ტრაპიზონის იმპერიის დაარსება“. წიგნი მოვლენების განვითარებას ქრონოლოგიურად მიჰყვება და მიმოხილულია პერიოდი 1222 წლიდან, ტრაპიზონის იმპერიის ტახტზე ანდრონიკე Iგიდონის ასვლიდან 1297 წლამდე, როდესაც გარდაიცვალა იმპერატორი იოანე II. გვერდები: 138 ფორმატი: 14.8x21 გამოცემის თარიღი: 2013 ყდა: რბილი ——                                                                 მიწოდების სერვისი საქართველოს ყველა მიმართულებით @eagleexpress.ge  
8 5
ხევსურები და ქაქუცა
  ხევსურები და ქაქუცა ლიქოკელი ივანე       ხევსურები და ქაქუცა, მათი ურთიერთობა და ღვაწლი მშობელი ქვეყნის სვემწარე ბედში, სიცოცხლედაუზოგავი სამსახური მისი თავისუფლების გადასარჩენად - აი, ამ მართლაც განსაცვიფრებელი მოვლენის მთავარი შინაარსი და ისტორიული ფონი. გვერდები: 236 ფორმატი: 14x20.5 გამოცემის თარიღი: 2016 ყდა: რბილი ——                                                                 მიწოდების სერვისი საქართველოს ყველა მიმართულებით @eagleexpress.ge  
9 6
გიორგი ლეონიძის მკვლელობა
  გიორგი ლეონიძის მკვლელობა გიორგი გრაკლიანი (გვინჩიძე)       1966 წლის შემოდგომაზე მაღალ საერთაშორისო დონეზე ჩასატარებელ რუსთაველის იუბილეში გიორგი ლეონიძის მონაწილეობა, სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა სახელმწიფო ინტერესებისათვის სახიფათოდ მიიჩნია და ამიტომაც გადაწყდა გოგლას ფარული ფიზიკური ლიკვიდაცია. ამ საკითხს წიგნში არაერთი ახალი საბუთისა და არგუმენტის სათანადო სიზუსტით წარდგენით განვიხილავთ... გვერდები: 57 ფორმატი: 14.5x20 გამოცემის თარიღი: 2017 ყდა: რბილი ——                                                                 მიწოდების სერვისი საქართველოს ყველა მიმართულებით @eagleexpress.ge  
9 6
ლიტერატურული (გამო)ძიებანი
  ლიტერატურული (გამო)ძიებანი ლევან ბრეგაძე       ცნობილი კრიტიკოსის ახალ წიგნში შესული წერილების ნაწილი 2011 წელს დაიწერა და პირველად ამ კრებულით გაეცნობა მკითხველი. უმეტესობა კი პერიოდიკაში იბეჭდებოდა და მის სხვა არც ერთ წიგნში არაა შეტანილი. ეს არის ლიტერატურის თეორიის აქტუალურ საკითხებზე დაწერილი სტატიები, ძველი და თანამედროვე მწერლობის ნიმუშთა კრიტიკული ანალიზი. მთავარი ყურადღება ეთმობა მწერლური ოსტატობის საკითხებს, მხატვრული ტექსტების მომხიბვლელობის საიდუმლოთა კვლევა-ძიებას.       ლევან ბრეგაძეს „ლიტერატურული (გამო)ძიებანისთვის“ 2012 წელს მიენიჭა პრემია „საბა“ (ნომინაცია: წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა). გვერდები: 290 ფორმატი: 14.8x21 გამოცემის თარიღი: 2011 ყდა: რბილი ——                                                                 მიწოდების სერვისი საქართველოს ყველა მიმართულებით @eagleexpress.ge  
9 7
პირადი მიმოწერა. გრიგოლ რობაქიძე
პირადი მიმოწერა გრიგოლ რობაქიძე       შეადგინა, წინასიტყვაობა და საძიებლები დაურთო ეთერ ქავთარაძემ     კრებულში შესულია 16 ადრესატთან გაგზავნილი 303 წერილი – 1910 წლიდან 1962 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით. 19 ნოემბერს მწერალი უკვე გარდაცვლილია. წერილებში ჩანს გრიგოლ რობაქიძის არა მხოლოდ ცხოვრებისეული გზა, არამედ, თუ შეიძლება ასე ითქვას, სულის ბიოგრაფიაც. მისი წერილები დაგვიანებით მოვიდა ქართველ მკითხველამდე, მაგრამ, როგორც თვითონ იტყოდა, „მარადისობისთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს“. გვერდები: 382 ფორმატი: 14.8x21 გამოცემის თარიღი: 2012 ყდა: რბილი ——                                                                 მიწოდების სერვისი საქართველოს ყველა მიმართულებით @eagleexpress.ge  
9.95 7
გეოგრაფია ყველასთვის
გეოგრაფია ყველასთვის ზურაბ ლაოშვილი       სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, დაიბადა 1963 წელს გორში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა თსუ გეოინფორმაციული სისტემების და დედამიწის დისტანციური ზონდირების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიისა და გეოლოგიურ ინსტიტუტებში, ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში. ამჟამად არის გეოინფორმაციული სისტემების კომპანია „სკაფისის“ დამფუძნებელი და დირექტორი.   20-წლიანი პედაგოგიური სტაჟის მეცნიერს, სამეცნიერო ნაშრომების გარდა, გამოცემული აქვს გეომორფოლოგიური ლექსიკონი (თანაავტორებთან ერთად, 1996), „გამოყენებითი კარტოგრაფიის საფუძვლები გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტებისათვის“ (2011, 2013); არის გეოგრაფიის სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი.   გვერდები: 264 ფორმატი: 14.8x21 გამოცემის თარიღი: 2016 ყდა: რბილი ——                                                                 მიწოდების სერვისი საქართველოს ყველა მიმართულებით @eagleexpress.ge  
10.4 8
პირთა ანოტირებული ლექსიკონი IV
  პირთა ანოტირებული ლექსიკონი IV მზია სურგულაძე, დარეჯან კლდიაშვილი   გვერდები: 416 ფორმატი: 14.8x21 გამოცემის თარიღი: 2007 ყდა: რბილი ——                                                                 მიწოდების სერვისი საქართველოს ყველა მიმართულებით @eagleexpress.ge  
9
ეს მე ვარ. ფიროსმანი - შორენა ლებანოიძე
      ეს მე ვარ. ფიროსმანი - შორენა ლებანოიძე       შორენა ლებანიძის წიგნი „ეს მე ვარ – ფიროსმანი“ მხატვრულ-დოკუმენტური პროზის ნიმუშია. რომანი დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ცხოვრების თავისებურ ლიტერატურულ ვერსიას გვთავაზობს. ოღონდ ავტორის წარმოსახვა ხელოვნებათმცოდნეთაგან მოპოვებულ დოკუმენტურ მასალებს, მონოგრაფიულ-საარქივო წყაროებსა და ფიროსმანის თანამედროვეთა მოგონებებში ამოკითხულ რეალურ ცნობებს ემყარება. რომანის ძირითადი არსია იდუმალებით მოცული დიდი ხელოვანის მარადიული ძიების პროცესის ასახვა. ძიებისა, რომელიც ფიროსმანის სიცოცხლეშივე დაიწყო და დღემდე გრძელდება.
13 10
ნაპოლეონ ბონაპარტე
ნაპოლეონ ბონაპარტე წმინდა ელენეს პატიმრის მაქსიმები და აზრები   გვერდები: 246 ფორმატი: 12x17 გამოცემის თარიღი: 2014 ყდა: რბილი ——                                                                 მიწოდების სერვისი საქართველოს ყველა მიმართულებით @eagleexpress.ge  
13.95 10
უკანასკნელი ცისფერყანწელი - ნინო ჩხიკვიშვილი
  უკანასკნელი ცისფერყანწელი - ნინო ჩხიკვიშვილი      100 წლის წინ, 1915 წელს საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნებულმა პაოლო იაშვილმა შემოიკრიბა თანამოაზრეები და... ქუთაისში დაიბადა ქართული სიმბოლისტური სკოლა – ცისფერყანწელები, რომლის მიზანი იყო ქართული ლექსის ევროპული რადიუსით გამართვა, მაგრამ სწორედ ევროპულობისაკენ სწრაფვამ შეიწირა პოეტთა საძმო. კომუნისტურმა დიქტატურამ ოფიციალურად აკრძალა მათი შემოქმედება და ორდენის წევრთაგან გამორჩეულნი ფიზიკურად გაანადგურა.     ეპოქის ქარტეხილებს სულ რამდენიმე ცისფერყანწელი გადაურჩა. მათ შორის – კოლაუ ნადირაძე, ქართული სიმბოლისტური სკოლის უკანასკნელი მოჰიკანი, გამორჩეული პიროვნული თვისებებით შემკული.    ნინო ჩხიკვიშვილის ეს წიგნი პირველი მცდელობაა პოეტის მღელვარე ცხოვრებისა და ცისფერყანწელთა ეპოქის გაცოცხლებისა.    გვერდები: 266 ფორმატი: 14.8x21 გამოცემის თარიღი: 2015 ყდა: რბილი   ——                                                                 მიწოდების სერვისი საქართველოს ყველა მიმართულებით @eagleexpress.ge  
13 10
სახალისო ასტრონომია - შალვა საბაშვილი
  სახალისო ასტრონომია - შალვა საბაშვილი       წიგნი ეძღვნება ასტრონომიის საინტერესო მოვლენებს. მიმოხილულია მთვარის, კომეტების, ცთომილების, მეტეორების, მზისა და ვარსკვლავების რაობა, აგებულება, მოძრაობა.დასმულია აგრეთვე კოსმოსური ცივილიზაციების არსებობის და მათთან ინფორმაციული კონტაქტის პრობლემა.  გვერდები: 240 ფორმატი: 15x21 გამოცემის თარიღი: 2014 ყდა: მაგარი ——                                                                 მიწოდების სერვისი საქართველოს ყველა მიმართულებით @eagleexpress.ge  
14.95 10
ქართული იგავური პროზის ანთოლოგია
  ქართული იგავური პროზის ანთოლოგია ვასაძე თამაზ       წიგნში შესულია შემდეგი მწერლების ნაწარმოებები: სულხან-საბა ორბელიანი, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ნიკო ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი, გიორგი ლეონიძე, გურამ რჩეულიშვილი, რევაზ ინანიშვილი, რეზო ჭეიშვილი, ერლომ ახვლედიანი, ირაკლი სამსონაძე გვერდები: 210 ფორმატი: 15x28 გამოცემის თარიღი: 2015 ყდა: მაგარი ——                                                                 მიწოდების სერვისი საქართველოს ყველა მიმართულებით @eagleexpress.ge  
14.95 10
ძველი კოლხეთის ისტორიის საკითხები
  ძველი კოლხეთის ისტორიის საკითხები მერი ინაძე     კრებულში თავმოყრილ სტატიებში შესწავლილია ძვ.წ. VIII-I საუკუნეების კოლხეთის საშინაო ცხოვრებისა და საგარეო ურთიერთობების სფეროში მომხდარი უმნიშვნელოვანესი ფაქტები და მოვლენები, აქ მიმდინარე რთული ეთნოპოლიტიკური და სოციალური, ეკონომიკური, კულტურული პროცესები. სტატიები კრებულში სამ ნაწილად არის შესული: I – ურბანისტული ცივილიზაციის წარმოქმნა-განვითარება და სახელმწიფოებრიობის გენეზისი ძველ კოლხეთში, II – ადრეული კონტაქტები ეგეოსურ- მცირეაზიურ სამყაროსთან წინა და ადრეანტიკურ ხანაში (ძვ. წ. VIII-IV სს.), III – კოლხეთის ურთიერთობა ბერძნულ სამყაროსთან – იონიური კოლონიზაცია და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ქალაქ-ახალშენთა თავისებურებანი.      აღნიშნულ სამ ნაწილს მოსდევს დანართი სამი სტატიის სახით: იბერიისა და რომის ურთიერთობა ახ. წ. II საუკუნის პირველ ნახევარში; ეგრისისა და ქართლის ურთიერთობისათვის და ძველი აფხაზეთის ეთნოპოლიტიკური ისტორიის საკითხები. გვერდები: 472 ფორმატი: 17x24 გამოცემის თარიღი: 2009 ყდა: რბილი ——                                                                 მიწოდების სერვისი საქართველოს ყველა მიმართულებით @eagleexpress.ge  
14.95 10