გარანტია და შეცვლა

საგარანტიო მომსახურების მისაღებად აუცილებელია ქვემოთ მოცემული პირობები სრულად იყოს დაცული:

1. საგარანტიო პერიოდი იანგარიშება, ნივთის საგარანტიო ფურცელზე მითითებული თარიღიდან. 

2. საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია დაუკავშირდეს შპს “დროპ შოპ”-ის წარმომადგენელს, რომელიც მას გადაამისამართებს შესაბამის სერვისცენტრში.

3. საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს საგარანტიო ტალონი, რომელიც შეიცავს პროდუქტის გაყიდვის თარიღს, პროდუქტის ბრენდს, მოდელს, მაღაზიის ბეჭედსა და ხელმოწერას

4. ნივთის შეძენიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში, ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, პროდუქტი წარედგინება სერვისცენტრს. პრობლემის დადასტურების შემთხვევაში, პროდუქტი ექვემდებარება შეცვლას. ქარხნული წუნის დაფიქსირების შემთხვევაში, ნივთის შეცვლა მოხდება შესაბამისი პროცედურების დასრულებისთანავე. ნივთი მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს დაუზიენებელი ყუთით, სრული შეფუთვით, კომპლექტაციითა და ყოველგვარი მექანიკური დაზიანების გარეშე.

5. თუ სერვისცენტრი ვერ ახერხებს ნივთის შეკეთებას და მისი სათანადო დეტალებით უზრუნველყოფას ორმაცდახუთი (45) სამუშაო დღის განმავლობაში, ნივთი ექვემდებარება შეცვლას. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება არსებული ნივთის იმავე მოდელით ჩანაცვლება და მომხმარებელი არ არის თანახმა მისი სხვა მსგავსი ფუნქციონალისა და ფასის მოდელით ჩანაცვლებაზე, მაღაზია ვალდებულია გააუქმოს შეკვეთა და შეკვეთაში გადახდილი თანხა დაუბრუნოს მომხმარებელს.

ნივთი არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას, თუ:

1. გასულია საგარანტიო ვადა;

2. საგარანტიო საბუთში არ ემთხვევა პროდუქტის ბრენდი, მოდელი, გაყიდვის თარიღი. საგარანტიო საბუთში არ არის მოცემული კომპანიის ბეჭდი ან მაღაზიის წარმომადგენლის ხელმოწერა;

3. ნივთს აღენიშნება მექანიკური, თერმული ან წყლის მიერ გამოწვეული დაზიანება;

4. პროდუქტის კომპლექტაცია არ არის წარმოდგენილი სრულყოფილად;

5. ნივთი დაზიანდა არასწორი ექსპლოტაციის მიზეზით;

6. თუ ნივთი არაა საწარმოო ან კომერციული დანიშნულების და დაზიანდა კომერციული დანიშნულებით გამოყენებისას;

7. პროდუქტის დაზიანება გამოწვეულია ელექტრო გაუმართაობით;

8. ნივთი შეკეთებულია ან “გახსნილია” თვითნებურად, ან არაოფიციალურ სერვისცენტრებთან;

9. ნივთი დაზიანდა მესამე პი რის მიერ არასწორი მონტაჟის ან ჩართვის დროს. არ იქნა გათვალისწინებული სამომხმარებლო ინსტრუქციაში არსებული საექსპლუატაციო პირობები;

10. აქსესუარებზე (მათ შორის: ელემენტი, თავაკი, ყურსასმენი, დამტენი მოწყობილობა და სხვა) არ ვრცელდება საგარანტიო პირობები;

11. მოწყობილობის სახარჯი მასალები გამოყენებულია ექსპლუატაციის პირობების დარღვევით.

ნივთის უპირობო უკან დაბრუნება ხდება იმ შემთხვევაში, თუ:
1. მას აღმოაჩნდა ისეთი ქარხნული წუნი, რომელიც შეუძლებელს ხდის მის გამოყენებას პირდაპირი დანიშნულებით და შეუძლებელია ამ ნაკლოვანების აღმოფხვრა 10 კალენდარული დღის ვადაში;
2. აღნიშნული წუნი გამოვლენილია საქონლის მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში;
3. საქონლის თანმდევ დოკუმენტაციაში/შეფუთვაზე მითითებული ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება ვებგვერდ dropshop.ge-ზე მითითებულ მახასიათებლებს;
4. პროდუქციის მოწოდება მოხდა შეცდომით, ანუ მყიდველთან წინასწარი შეთანხმების გარეშე ერთი ნივთის ან მოდელის ნაცვლად მოწოდებულ იქნა სხვა ნივთი ამ მოდელი.


უკან დაბრუნება არ ხდება იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მიღების დროს, მომხმარებელმა არასათანადოდ მოახდინა ნივთის შემოწმება ან/და მისი კომპლექტაციის შემოწმება.
იმ შემთხვევაში თუ:

1. მყიდველს ნივთი აღარ მოსწონს;
2. ნივთის მახასიათებლები, აღმოჩნდა მყიდველისათვის არასაკმარისი ან და არა სასურველი;
3. მყიდველი საჭიროდ აღარ მიიჩნევს მის ფლობას;
4. ნივთი არ ამართლებს მყიდველის მოლოდინს;
5. მყიდველს აღარ გააჩნია ნივთის საჭიროება.

შესაძლებელია ნივთის უკან დაბრუნება შემდეგი პირობების დაცვით:

1. მყიდველი გამყიდველს მიაწვდის ნივთს საკუთარი, გამყიდველის ფიზიკურ მისამართზე: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. 116 ბ/ც "დიდუბე პლაზა", III სართული, ოფისი 304;
2. დაბრუნებას დაქვემდებარებული ნივთი, ნივთობრივად და სასაქონლოდ უნაკლოა. შეფუთვა დაუზიანებელია ან შესაძლებელია ნივთის გადაფუთვა პირვანდელი სახით;
3. მყიდველმა, გამოთქვა დაბრუნების სურვილი და ამის შესახებ წერილობით აცნობა გამყიდველს შეძენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში;
4. გადახდილი თანხის დაბურნება ხდება, მომხმარებლისათვის მიწოდების თანხის გამოკლებით.

 

დაბრუნება, არ ხორციელდება იმ შემთხვევაში:

1. თუ დაკარგული აქვს სასაქონლო სახე;
2. დაკარგულია ან და დაზიანებულია შეფუთვა;
3. დაკარგულია ან და დაზიანებულია აქსესუარები;
4. მოხდა ნივთის დაზიანება მყიდველის მიერ;
5. დაზიანებულია საქონელზე არსებული, სასაქონლო, ბრენდის აღმნიშვნელი ნიშნები ან და სხვა მანიშნებლები;
6. მოხდა ნივთის ექსპლუატაცია საგარანტიო ან ექსპლუატაციის პირობების დარღვევით.

* იმისთვის, რომ შეძენილი ტექნიკის მუშაობა ხანგრძლივი და საიმედო იყოს, გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ საგარანტიო საბუთი და ექსპლუატაციის ინსტრუქცია.